ხუთშაბათი, 05.02.2024, 12:16 PM
გამარჯობა, Guest
სამხრეთის პარკი - სეზონი 14

სერია 3 - სამედიცინო შემწვარი ქათამი







სერიის აღწერა:

კოლორადოში, ახალი კანონის თანახმად, მარიხუანას მოწევა დასაშვებია თუ ექიმი გამოგიწერს. რენდი გახარებულია, მაგრამ რადგან ჯანმრთელია მარიხუანასაც ვერ ყიდულობს. ამასობაში, კარტმანი დიდ გასაჭირშია, რადგან მისი საყვარელი შემწვარი ქათმის რესტორნების ქსელი სამკურნალო მარიხუანას მაღაზიებმა ჩაანაცვლეს.



შენიშვნები:

* KFC [Kentucky Fried Chicken] - შემწვარი ქათამი კენტუკიდან. სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც ძირითადად შემწვარი ქათმის ნაჭრებს სთავაზობს მომხმარებელს.

** პოლკოვნიკი - ჰარლანდ სანდერსი, KFC-ს დამაარსებელი. მას კენტუკის შტატის მთავრობამ პოლკოვნიკის საპატიო წოდება მიანიჭა. მას შემდეგ საზოგადოება სანდერსს ამ სახელით იცნობს.

*** კაპრიკა - ამერიკული სატელევიზიო შოუ (სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში).

**** ჯეიმი ოლივერი - ინგლისელი მზარეული და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ხშირად მოუწოდებს ხალხს ჯანსაღად იკვებონ.