პარასკევი, 04.19.2024, 9:33 AM
გამარჯობა, Guest
10.01.2014    new

სამხრეთის პარკი - სეზონი 8 - სერია 10

საბავშვო ბაღი


8x10

სერიის აღწერა:
ხუთი გრძელი წლის მანძილზე, სტენი, კაილი, კენი, კარტმენი და ბატერსი საიდუმლოდ ინახავდნენ საბავშვო ბაღში ჩადენილ თავიანთ დანაშაულს. ახლა კი, ბავშვი, რომელიც მათ ნაცვლად დაადანაშაულეს, გამოდის არასრულწლოვანთა კოლონიიდან და მისი პირველი მიზანი რაღათქმაუნდა შურისძიებაა.







~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~



10.01.2014  new

სამხრეთის პარკი - სეზონი 12 - სერია 6

ინტერნეტის გადატვირთვა


12x6

სერიის აღწერა:
სამხრეთის პარკში ყველას ინტერნეტი ეთიშება და კაცმა არ იცის როდის ჩაირთვება, ან ჩაირთვება თუ არა საერთოდ. როდესაც რენდი შეიტყობს შესაძლოა კალიფორნიაში იყოს ინტერნეტიო, აიბარგება მთელი ოჯახით და იქით გასწევს.







~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~



26.12.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 11 - სერია 2

კარტმენი წოვს


11x2


სერიის აღწერა:
კარტმენი ფიქრობდა ბატერსს უჩალიჩებდა, მაგრამ თავისდა უნებურად გეის იარლიყი მიირტყა. სანამ ის ცდილობს გამოსავალი იპოვოს, ბატერსს ბანაკში ათავსებენ, სადაც გეი სხეულიდან უნდა გამოილოცოს.






~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~



21.12.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 7 - სერია 11

კასა ბონიტა


7x11


სერიის აღწერა:
კაილს დაბადების დღეს კასა ბონიტაში უხდიან. ის კი კარტმანს არ ეპატიჟება. ერიკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა თავი დაიპატიჟოს. როგორც ყოველთვის ყველას მაგივრად შარში ბატერსი ეხვევა.





~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~




19.12.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 14 - სერია 5

200



14x5





სერიის აღწერა:
სამხრეთის პარკის მე-200-ე სერია. ტომ კრუზის თაოსნობით, 200 ცნობილი ადამიანი მთელს ქალაქს სასამართლოში უჩივის შოუში ცუდად წარმოჩენის გამო. ისინი ითხოვენ, რომ მომავალში აღარასოდეს დასცინონ. ტომ კრუზის გაღიზიანებისთვის სტენი ბოდიშს იხდის, თუმცა მას არ პატიობენ. ბიჭები დახმარებას სუპერ საუკეთესო მეგობრებს სთხოვენ.





~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


13.12.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 14 - სერია 4

თქვენ გყავთ 0 მეგობარი








სერიის აღწერა:
კაილი Facebook-ზე არაპოპულარულ ბავშვს უმეგობრდება, შედეგად კი ყველა მეგობარს კარგავს. კაილი ცდილობს ერთი მეგობარი მაინც დაიმატოს და სათხოვნელად სტენთან მიდის. თუმცა სტენს თავისი პრობლემები აქვს Facebook-თან, რის შედეგადაც ციფრულ სამყაროში ამოყოფს თავს.






~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~


29.11.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 14 - სერია 3

სამედიცინო შემწვარი ქათამი



14x3


სერიის აღწერა:

კოლორადოში, ახალი კანონის თანახმად, მარიხუანას მოწევა დასაშვებია თუ ექიმი გამოგიწერს. რენდი გახარებულია, მაგრამ რადგან ჯანმრთელია მარიხუანასაც ვერ ყიდულობს. ამასობაში, კარტმანი დიდ გასაჭირშია, რადგან მისი საყვარელი შემწვარი ქათმის რესტორნების ქსელი სამკურნალო მარიხუანას მაღაზიებმა ჩაანაცვლეს.






~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~





24.11.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 14 - სერია 2

ამბავი ჩუჩა წვინტლისგროვისა



14x2


სერიის აღწერა:

ბიჭებს ცნობილი აკრძალული წიგნის წაკითხვას ავალებენ. ისინი მალევე აღმოაჩენენ, რომ წიგნი მათთვის არასაკმარისად ვულგარულია. გადაწყვეტენ თვითონ დაწერონ უხამსი წიგნი. როდესაც მათი მშობლები წიგნს იპოვიან, ბიჭები ყველაფერს ბატერსს აბრალებენ და თავისდა უნებურად აქცევენ მას მსოფლიო ბესტსელერის ავტორად.





~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~



22.11.2013

სამხრეთის პარკი - სეზონი 14 - სერია 1

სექსომანიის მკურნალობა



14x1


სერიის აღწერა:

მდიდარ, წარმატებულ კაცებს რატომღაც სურვილი უჩნდებათ რაც შეიძლება მეტ ქალთან ჰქონდეთ სექსი. ამ ეპიდემიასთან საბრძოლველად ქვეყნის საუკეთესო მეცნიერები იკრიბებიან. ვირუსის კერის ძიებას ისინი დამოუკიდებლობის დარბაზამდე მიჰყავს.








~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~